logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს დელეგაციას შეხვდა
- +

22 აგვისტო. 2016. 16:33




პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების - თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.  დელეგაციას ხელმძღვანელობდა DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარე ჯემალ იანგინ.


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. ასევე დადებითი შეფასება მიეცა ორი ქვეყნის ურთიერთობებს ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით. აღინიშნა, რომ თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოსა და თურქეთს ბიზნესსექტორებს შორის რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.


შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ღრმა მწუხარება გამოხატა თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ტერაქტის გამო და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.


თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს წევრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს მთავრობას, განსაკუთრებით კი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოხატულ იქნა 15 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით.



„აღნიშნულ პოზიციას თურქეთის ბიზნესწრეები დიდი სიხარულით შეხვდნენ. ეს იყო უპრეცედენტო მხარდაჭერა, რომელიც ერთმა ქვეყანამ შეიძლება გამოხატოს მეორის მიმართ", - განაცხადა თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ იანგინმა.



შეხვედრას ასევე დაესწრნენ თურქეთის ელჩი საქართველოში ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ,  ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია და ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ქენან ილდირიმი.



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner