logo_geo
eng_logo
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: რუსული ძალების ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ყოფნა შესაძლო ბირთვული კატასტროფის გამომწვევი ფაქტორია
- +

26 აგვისტო. 2022. 19:26

 

 

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსული ძალების ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ყოფნა შესაძლო ბირთვული კატასტროფის გამომწვევი ფაქტორია.

 

„კიდევ ერთხელ მინდა მივმართო საერთაშორისო თანამეგობრობას: ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და გაეროს ერთობლივ მისიას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მანდატი უნდა ჰქონდეს, რათა შეისწავლოს არა მხოლოდ ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნორმები, არამედ გარე უსაფრთხოების კომპონენტებიც“, - აღნიშნა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ.

 

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს ატომური ელექტროსადგურის დეოკუპაცია და დემილიტარიზაცია.

 

„ევროპისთვის ეს ერთადერთი გზაა, რომ მშვიდად დაიძინოს და ცაში ბირთვული ღრუბლების არ ეშინოდეს“, - განაცხადა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner