ჩეხეთმა, რომელიც წლის ბოლომდე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს, ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების საგანგებო სხდომა მოიწვია. ამის შესახებ Twitter-ზე ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა წერს.
„ჩეხეთი მოიწვევს ენერგეტიკის მინისტრების საგანგებო სხდომას, რათა ვიმსჯელოთ კონკრეტულ საგანგებო ზომებზე, რათა გავუმკლავდეთ ენერგეტიკის სფეროში შექმნილ ვითარებას“, - წერს პეტრ ფიალა.