„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ენდრიუ კლაიდი კომპანია Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მითითებით Facebook-ში ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის სკანდალთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება შეზღუდა.
„ეს უბრალოდ სიგიჟეა, ეს არჩევნებში ჩარევაა. წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოს მარკ ცუკერბერგი, რათა ჩვენება მისცეს. ამერიკელი ხალხი იმსახურებს პასუხებს“, - აღნიშნა კონგრესმენმა.