logo_geo
eng_logo
რამზან კადიროვი: დიდი ხნის წინ ავიღებდი კიევს, პუტინს რომ შესაბამისი განკარგულება გაეცა
- +

27 აგვისტო. 2022. 00:42

 

 

დიდი ხნის წინ ავიღებდი კიევს, პუტინს რომ შესაბამისი განკარგულება გაეცა, - ამის შესახებ ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა ტელეგრამის საკუთარ არხზე განაცხადა.

 

„მე დიდი ხნის წინ ავიღებდი კიევს, პუტინს რომ შესაბამისი განკარგულება გაეცა, ზელენსკი და მისიანები კი უკვე სარდაფში იქნებოდნენ დაკითხვაზე. ამიტომ, მადლობა პუტინს, რომ არ მოგვცა კიევის აღების საშუალება“, - აღნიშნა კადიროვმა.

 

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს ევროპასთან ომის გეგმა დიდი ხნის წინ ჰქონდა შემუშავებული და ახლა თავად უკრაინის მთლიანად დასაკავებლად მხოლოდ პუტინის ბრძანებას ელოდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner