„ბრიუსელში ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე კაფეში ავტომობილი შევარდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
თვითმხილველების განცხადებით, მძღოლი „ალაჰ აქბარს“ {ალაჰი უდიდესია} ყვიროდა, თუმცა, პოლიციაში ამას არ ადასტურებენ. მძღოლი სწრაფად მოძრაობდა, ის ჯერ ერთ ქუჩაზე არსებული ტერასის კედელს შეეჯახა, შემდეგ კი მეორე ქუჩის კაფეში შევარდა.
ამავე ცნობით, მძღოლს პოლიცია აქტიურად ეძებს.