logo_geo
eng_logo
ვერეშჩუკი: ფრონტის ხაზზე მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას სავალდებულო ევაკუაცია სჭირდება
- +

27 აგვისტო. 2022. 01:25

 

 

უკრაინის მთავრობა ხარკოვის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის ოლქებიდან მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციისთვის ემზადება, - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული რეგიონების რეინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა  ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

 

„მე არ ვსაუბრობ მთელ რეგიონებზე, მაგრამ ზოგიერთი ნაწილი საჭიროებს სავალდებულო ევაკუაციას და ჩვენ ამისთვის ვემზადებით“, - აღნიშნა ვერეშჩუკმა.

 

ვერეშჩუკის თქმით, აგვისტოს დასაწყისიდან დონეცკის ოლქი სავალდებულო ევაკუაციის ფარგლებში 10 000-მა ადამიანმა დატოვა, მათი მესამედი ბავშვები იყვნენ.

 

„უარს ამბობს თუ არა ხალხი? ჯერჯერობით უარი არ ყოფილა. თუმცა ხალხი ამბობს, „მოვაგროვებთ მარცვლეულს“ „მოდით დავიცდით, ვიდრე აცივდება“ ჩვენ კი არ ვიცით, რა გველოდება წინ“, - დასძინა ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა.

 

მისი თქმით, მოსახლეობა რუსული ოკუპაციის საფრთხის წინაშე დგანან თუ იქ დარჩებიან, ისინი დაიტანჯებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner