logo_geo
eng_logo
საჰაერო თავდასხმა ეთიოპიის საავადმყოფოზე - დაიღუპა 7 ადამიანი
- +

27 აგვისტო. 2022. 01:40

 

 

„ეთიოპიის ჩრდილოეთ ნაწილში, ტიგრაის სეპარატისტულ რეგიონში საავადმყოფოზე განხორციელებულ ავიაიერიშს სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა“, -  ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ მეკელეს მთავარი საავადმყოფო ავრცელებს.

 

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დაღუპულთა შორის სამი ბავშვია.

 

მეკელეზე საჰაერო დარტყმა განხორციელდა მას შემდეგ, რაც კვლავ დაიწყო ბრძოლა ეროვნულ მთავრობასა და ტიგრაის ძალებს შორის ტიგრაისა და ამჰარას რეგიონების საზღვარზე.

 

არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოზე ავიაიერიშის განხორციელების განკარგულება კი ეთიოპიის ხელისუფლებამ გასცა, რასაც ქვეყნის ხელისუფლება უარყოფს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner