logo_geo
eng_logo
უკრაინაში კიდევ ერთი ამერიკელი მოხალისე დაიღუპა
- +

27 აგვისტო. 2022. 10:08

 

 

უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ერთი ამერიკელი მოხალისე დაიღუპა. ამის შესახებ გამოცემა Newsweek-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განუცხადეს.

 

„ვადასტურებთ აშშ-ის მოქალაქის გარდაცვალებას უკრაინაში. მისი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე საუბარი არ შეგვიძლია“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

 

მანამდე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში რუსმა სამხედროებმა კიდევ ერთი ამერიკელი მოხალისე - 22 წლის ჯოშუა ალან ჯონი მოკლეს.

 

23 აგვისტოს უკრაინაში აშშ-ის საელჩომ მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა კერძო სახმელეთო ტრანსპორტის საშუალებით, თუკი ის უსაფრთხოა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner