რაჭაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხევში გადაიჩეხა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მანქანაში მყოფი კიდევ ერთი პირი გადარჩა, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარის სხვა დეტალი ჯერჯერობით უცნობია.