„რუსეთს ამჟამად აქვს იმ რაკეტების არაუმეტეს 45%, რომლებიც მას ომის დაწყებამდე ჰქონდა“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი, ვადიმ სკიბიცკი.
უწყების წარმომადგენლის თქმით, რუსეთს განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა „ისკანდერებთან“ დაკავშირებით აქვს.
„მათ, დაახლოებით, აქამდე არსებული „ისკანდერების“ 20% აქვთ, შეიძლება ნაკლებიც დარჩათ, რაც ჰქონდათ. რთული სიტუაციაა „კალიბრებთან“ დაკავშირებითაც, ეს საკმაოდ ეფექტური რაკეტაა, მაგრამ მათი რაოდენობა არც ისე დიდია“, - აცხადებს სკიბიცკი.