logo_geo
eng_logo
უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლის გაცხადებით, რუსეთს იმ რაკეტების ნახევარიც აღარ აქვს, რაც ომამდე ჰქონდა
- +

27 აგვისტო. 2022. 19:13

 

 

რუსეთს ამჟამად აქვს იმ რაკეტების არაუმეტეს 45%, რომლებიც მას ომის დაწყებამდე ჰქონდა, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი, ვადიმ სკიბიცკი.

 

უწყების წარმომადგენლის თქმით, რუსეთს განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა „ისკანდერებთან“ დაკავშირებით აქვს.

 

„მათ, დაახლოებით, აქამდე არსებული „ისკანდერების“ 20% აქვთ, შეიძლება ნაკლებიც დარჩათ, რაც ჰქონდათ. რთული სიტუაციაა „კალიბრებთან“ დაკავშირებითაც, ეს საკმაოდ ეფექტური რაკეტაა, მაგრამ მათი რაოდენობა არც ისე დიდია“, - აცხადებს სკიბიცკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner