უკრაინამ რუსეთთან ატომური ენერგიის სფეროში სამეცნიერო, ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება გაწყვიტა.
ინფორმაციას უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მუდმივი წარმომადგენელი უმაღლეს რადაში, ტარას მელნიჩუკი ავრცელებს.
„უკრაინის მთავრობასა და რუსეთის მთავრობას შორის 1993 წლის 14 იანვარს მოსკოვში დადებული ატომური ენერგიის სფეროში სამეცნიერო, ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება შეწყდა“, - აცხადებს მელნიჩუკი.