logo_geo
eng_logo
უკრაინამ რუსეთთან ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობა შეწყვიტა
- +

27 აგვისტო. 2022. 19:29

 

 

უკრაინამ რუსეთთან ატომური ენერგიის სფეროში სამეცნიერო, ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება გაწყვიტა.

 

ინფორმაციას უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მუდმივი წარმომადგენელი უმაღლეს რადაში, ტარას მელნიჩუკი ავრცელებს.

 

„უკრაინის მთავრობასა და რუსეთის მთავრობას შორის 1993 წლის 14 იანვარს მოსკოვში დადებული ატომური ენერგიის სფეროში სამეცნიერო, ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება შეწყდა“, - აცხადებს მელნიჩუკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner