logo_geo
eng_logo
მომხდარიდან ოთხი თვის შემდეგ - რუსეთში კრეისერ „მოსკვას“ მეხუთე მეზღვაურის გარდაცვალება აღიარეს
- +

27 აგვისტო. 2022. 19:55

 

 

რუსეთში კრეისერ „მოსკვას“ მეხუთე მეზღვაურის გარდაცვალება დაადასტურეს.

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დიმიტრი ჩერმისკინი გარდაცვლილად გამოაცხადა, იგი აპრილიდან დაკარგულთა სიაში იყო.

 

მეზღვაურის მეუღლემ ოფიციალური გარდაცვალების მოწმობა 11 აგვისტოს მიიღო.

 

ჩერმისკინი მხოლოდ მეხუთე დადასტურებული სიკვდილია გემზე. თავდაპირველად რუსული მხარე საუბრობდა ერთ გარდაცვლილზე, მაგრამ მოგვიანებით აღიარა წვევამდელი მეზღვაურის ივან ფრანტინის, ასევე მეზღვაურების ლეონიდ სავინის, ივან ვახრუშევისა და იეგორ შკრებეტის გარდაცვალება.

 

ცნობისთვის, კრეისერი „მოსკვა“ უკრაინელებმა 13 აპრილს ჩაძირეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner