რუსეთში კრეისერ „მოსკვას“ მეხუთე მეზღვაურის გარდაცვალება დაადასტურეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დიმიტრი ჩერმისკინი გარდაცვლილად გამოაცხადა, იგი აპრილიდან დაკარგულთა სიაში იყო.
მეზღვაურის მეუღლემ ოფიციალური გარდაცვალების მოწმობა 11 აგვისტოს მიიღო.
ჩერმისკინი მხოლოდ მეხუთე დადასტურებული სიკვდილია გემზე. თავდაპირველად რუსული მხარე საუბრობდა ერთ გარდაცვლილზე, მაგრამ მოგვიანებით აღიარა წვევამდელი მეზღვაურის ივან ფრანტინის, ასევე მეზღვაურების ლეონიდ სავინის, ივან ვახრუშევისა და იეგორ შკრებეტის გარდაცვალება.
ცნობისთვის, კრეისერი „მოსკვა“ უკრაინელებმა 13 აპრილს ჩაძირეს.