logo_geo
eng_logo
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე: ტყის ხანძარი არ გახლავთ მხოლოდ ხეებისა და მცენარეების კარგვა, მას გავლენა აქვს ყველაფერზე
- +

27 აგვისტო. 2022. 20:24

 

 

ეკოსისტემის აღდგენას ათეულობით წელი სჭირდება - ძალიან სწორი და დეტალური შეფასებაა საჭირო იმისათვის, რომ დავაკვირდეთ, აქვს თუ არა ტყეს თვით აღდგენის უნარი და სად უნდა ჩაერიოს ადამიანი ისე, რომ მაქსიმალურად, ბუნებრივთან მიახლოებული ტყე მივიღოთ, - ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა ქრონიკას განუცხადა.

 

„ბორჯომის ხეობა არის უნიკალური ეკო სისტემა, სწორედ ამიტომ არის ბორჯომი საკურორტო ზონა. ამიტომ არის იქ მინერალური წყლები, მდიდარია როგორც ფლორით, ასევე ფაუნით და ტყის ხანძარი არ გახლავთ მხოლოდ ხეებისა და მცენარეების კარგვა, მას გავლენა აქვს ყველაფერზე - ჰიდროლოგიასა და ფაუნაზე“, - განაცხადა ნათია იორდანიშვილმა.

 

მერვე დღეა ბორჯომსა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში ხანძარს ებრძვიან. დილიდან მუშაობა განაახლა ავიაციამ. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ოთხი ვერტმფრენი და თურქეთის რესპუბლიკის სამი თვითმფრინავი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერების რაოდენობა, მნიშვნელოვნად აღემატება, დარჩენილ ღია კერებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner