„ნორვეგიელი ტერორისტი ანდერს ბრეივიკი, რომელმაც 2011 წელს 77 ადამიანი მოკლა, მიიჩნევს, რომ, 10 წლის იზოლაციაში გატარებით, მისი, როგორც ადამიანის უფლებები დაირღვა“, - ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ წერს.
ბრეივიკი სამარტოო საკანში ყოფნას აპროტესტებს და მთავრობას უჩივის.
43 წლის ტერორისტს 21-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი და 10 წელია, სამარტოო საკანში იხდის სასჯელს. ამ წლების განმავლობაში, ის არაერთხელ მოექცა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში - პერიოდულად, ტერორისტი ან პირობით ვადამდე გათავისუფლებას ან სხვა პატიმრებთან კომუნიკაციის უფლებას ითხოვს. ასევე, პრეტენზიას გამოთქვამს ციხის საკვებსა და იმაზე, რომ მისი მიღება პლასტმასის ჭურჭლიდან უწევს.
ბრეივიკის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს ქართველი გოგო - თამთა ლიპარტელიანიც ემსხვერპლა.