logo_geo
eng_logo
ნათია კიტოვანი: კვლავ გრძელდება ჩემი ეკონომიკური ბლოკადა...
- +

6 ივლისი. 2016. 16:50



„კვლავ გრძელდება ჩემი ეკონომიკური ბლოკადა, ვერ ვაკეთებ სესხებს და საშინელ რეალობაში მიწევს ცხოვრება. ამ სიტუაციაში ძალიან ვიჩაგრები", - ამის შესახებ თენგიზ კიტოვანის შვილმა ნათია კიტოვანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში განაცხადა.


ნათია კიტოვანის თქმით, პოლიტიკური დევნა მისი ოჯახის მიმართ, როგორც წინა ხელისუფლების დროს იყო,  მოქმედი ხელისუფლების პერიოდშიც გრძელდება.


„სხვა საკითხია ასევე ჩემი ოჯახის წევრები. მამაჩემზე ისევ გრძელდება პოლიტიკური დევნა.

 

20 ივნისს მამაჩემი ჩამოვიდა მოსკოვიდან თავისი შვილიშვილის ქორწილში. ის გააჩერეს საქართველოს საზღვარზე მესაზღვრეებმა და უთხრეს, რომ იგი საქართველოს მინისტრებს არ მოსწონთ და ტერიტორიაზე ვერ გადაუშვებდნენ. დაახლოებით 8 საათი გააჩერეს, რის გამოც თენგიზ კიტოვანს ფეხები დაუსივდა და საავადმყოფოში გადაყვანა გახდა აუცილებელი. მხოლოდ მას შემდეგ შემოუშვეს საქართველოში, რაც ჩვენდა საბედნიეროდ ჩვენმა გავლენიანმა ნაცნობმა დარეკა...

 

ტენდენცია ის, რომ ქალბატონი იმერლიშვილის თქმით, თენგიზ კიტოვანი დასაჭერია. მებაჟეების კონკრეტული მაგალითი, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო არის ბანანის სახელმწიფო. ეს არის სამარცხვინო!

 

ველოდები, რომ დემოკრატიული გზით შეიცვლება ხელისუფლება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ირმა ინაშვილისა და დავით თარხან- მოურავის მმართველობის პირობებში ადამიანები პოლიტიკური ნიშნით, სახელისა და გვარის გამო აღარ იქნებიან დევნილები",- განაცხადა ნათია კიტოვანმა. 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner