logo_geo
eng_logo
ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა სარეკორდო მედლები მოიპოვეს
- +

27 აგვისტო. 2022. 22:34

 

 

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა, - ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.

 

საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული 6 მედალი სარეკორდოა.

 

მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ საბა სამადაშვილი და დავით ქარელი, მეორე ადგილზე ლუკა ჯავახიშვილი გავიდა, ბრინჯაოს მედლებს კი დავით ლომიტაშვილი, საბა საბაშვილი და გიორგი მიშველიძე დაეუფლნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner