სერბეთმა და კოსოვომ ახალ სასაზღვრო პოლიტიკაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
„შეთანხმება მიღწეულია. ევროკავშირის მიერ ხელშეწყობილი დიალოგის ფარგლებში, სერბეთი დათანხმდა, გააუქმოს შესვლისას/გასვლისას დოკუმენტების მოთხოვნა კოსოვოს პირადობის მოწმობის მფლობელებისთვის, ხოლო კოსოვო დათანხმდა, რომ არ მოსთხოვოს ისინი სერბეთის პირადობის მოწმობის მფლობელებს. კოსოვოელ სერბებს, ისევე როგორც ყველა სხვა მოქალაქეს, შეეძლებათ, თავისუფლად გადაადგილდნენ კოსოვოსა და სერბეთს შორის პირადობის მოწმობების (ID ბარათების) გამოყენებით“, - დაწერა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა Twitter-ზე.
კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა.