„ყირიმის საკითხი გლობალურ დონეზე უნდა დადგეს. მიმაჩნია, რომ საპარლამენტო დიპლომატიის ჩართვა აუცილებელია. სწორედ ამიტომ, ოქტომბრის ბოლოს ხორვატიაში გაიმართება ყირიმის პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტი", - წერს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი Facebook-ზე.
მისი თქმით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ სამიტზე მრავალი სპიკერი და დეპუტატი მიიღებს მონაწილეობას.
„ჩვენი მიზანია საერთაშორისო საპარლამენტო საზოგადოებაში ინტეგრირება, რათა მსოფლიოს ყველა პარლამენტს ჰყავდეს ყირიმის პლატფორმის მხარდამჭერი ჯგუფები. ჩვენ ამ წინადადებას სამიტის მონაწილეებს წარვუდგენთ. ეს შესაძლებელს გახდის, კანონებისა და რეზოლუციების სახით, ერთობლივი, პარალელური საკანონმდებლო ინიციატივების წამოწყებას. მნიშვნელოვანია, რომ სამიტის შემდეგ, მსოფლიოს პარლამენტები შეუერთდნენ ბრძოლას ყირიმისთვის! ყირიმისთვის, ყველა ოკუპირებული ტერიტორიისთვის და საერთოდ, უკრაინისთვის!“, - წერს სტეფანჩუკი.