logo_geo
eng_logo
„ფიორენტინას“ მწვრთნელი: კვარაცხელია? იგი ფენომენია, გოლის გატანა ყველა მეთოდით შეუძლია
- +

28 აგვისტო. 2022. 00:55

 

 

„ფიორენტინას“ მწვრთნელმა ვინჩენცო იტალიანომ „ნაპოლისთან“ მოახლოებული მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

 

იტალიანომ „ნაპოლის“ ამომავალ ვარსკვლავზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ჩემპიონური თვისებები აქვს.

 

„მას ჩემპიონის თვისებები აქვს. გოლებს თავით, მარჯვენა და მარცხენა ფეხით იტანს. შესანიშნავი, ფენომენალური მოთამაშეა. ვულოცავ ნაპოლის, რადგან ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის, ოსიმენი, ლოზანო, ზიელინსკი, ანგისა ძლიერი ფეხბურთელები არიან. კვარაცხელიას წინააღმდეგ პერსონალური მეურვე გვეყოლება? ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ ნათელია, რომ ფენომენების წინააღმდეგ ფენომენალურად უნდა ითამაშო“, - განაცხადა იტალიანომ.

 

შეგახსენებთ, „ფიორენტინა“ - „ნაპოლის“ მატჩი 28 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

სერია A-ს 2 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner