logo_geo
eng_logo
უკრაინელი დეპუტატი: ყირიმის საოკუპაციო „ხელმძღვანელობამ“ ნახევარკუნძულიდან მათი ოჯახების ევაკუაცია მოახდინა
- +

28 აგვისტო. 2022. 01:06

 

 

უკრაინელი დეპუტატი მუსტაფა ჯემილევი აცხადებს, რომ ოკუპირებული ყირიმის „პრემიერმა“ სერგეი აქსიონოვმა და „პარლამენტის თავმჯდომარე“ ვლადიმერ კონსტანტინოვმა ნახევარკუნძულიდან ოჯახები გაიყვანეს.

 

ჯემილევის თქმით, მან ეს ინფორმაცია ყირიმში საკუთარი წყაროებიდან მიიღო.

 

„კუნძულზე პანიკაა - თქვენ თავად ნახეთ მანქანების უზარმაზარი ნაკადები რუსეთისკენ. მითხრეს, რომ აქსენოვმა და კონსტანტინოვმა მოახდინეს თავიანთი ოჯახების ევაკუაცია. „ეფესბეს“ ოფიცრებმაც მოახდინეს ხალხის ევაკუაცია. ეს კარგის ნიშანია“, - განაცხადა ჯემილევმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner