logo_geo
eng_logo
ნიდერლანდებში, ერთ-ერთ დაბაში წვეულებაზე სატვირთო შევარდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
- +

28 აგვისტო. 2022. 01:07

 

 

ნიდერლანდებში, ერთ-ერთ დაბაში წვეულებაზე სატვირთო მანქანა შევარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები.

 

შემთხვევის დროს სატვირთო მანქანა გზიდან გადავიდა და ღია ცის ქვეშ მოწყობილ წვეულებაზე შევარდა.

 

პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, დადასტურებულად ფლობენ ინფორმაციას ორი დაღუპულის შესახებ. მისივე თქმით, დიდია დაშავებულთა რაოდენობაც. ისინი კლინიკებში გადაიყვანეს.

 

ადგილზე სამედიცინო და სამაშველო სამსახურებია მობილიზებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner