logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ადამიანებისთვის, რომლისთვის აშშ-ის ელჩი პატრიარქია, საქართველო სამშობლო ვერ იქნება
- +

28 აგვისტო. 2022. 10:05

 

 

„აკო მინაშვილმა მმართველ გუნდს უსამშობლო ადამიანები უწოდა, ამ დროს იაგო ხვიჩია გამოვიდა და თქვა, რომ მისი პატრიარქი ამერიკის ელჩია, აღნიშნული განცხადების დროს იაგო კოლექტიურ, რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენს. ადამიანებისთვის, რომლისთვის აშშ-ის ელჩი პატრიარქია, საქართველო სამშობლო ვერ იქნება“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელძე აცხადებს.

 

მისი თქმით, სამშობლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაივიწყა, როდესაც ომის შემდეგ სტრატეგიული ობიექტები რუსეთს გადასცა, დააწესა უვიზო მიმოსვლა და გზა გაუხსნა რუსულ ინვესტიციებს:

 

„რაც შეეხება მინაშვილის განცხადებას, მისი განცხადება თავხედობის უმაღლესი მწვერვალია. შესაძლოა წარსულზე საუბარი ცუდ ტონად მიიჩნევა, მაგრამ წარსული ადამიანთა შეფასების საუკეთესო ინდიკატორია. სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაივიწყა სამშობლო როდესაც, ომის შემდეგ სტრატეგიული ობიექტები რუსეთს გადასცა, დააწესა უვიზო მიმოსვლა, გზა გაუხსნა რუსულ ინვესტიციებს და ა.შ. ყოველივე კი დაკარგული ტერიტორიების, ათობით გარდაცვლილი ჯარისკაცის და განადგურებული საქართველოს ფონზე ხდებოდა, სწორედ ეს არის პუტინის საქმის კეთების და უსამშობლობის მაგალითი. აკოს ლოგიკით, აშშ-ის მთავრობს რუსეთზე გაყიდული ადამიანთა ერთობაა, რადგან ისინი დღემდე რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩებიან. მმართველი გუნდი პირველ რიგში საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესს იცავს. საქართველო უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, სანქციებისგან თავის აცილების არათუ ფაქტი, მცდელობაც არ ფიქსირდება, საქართველო საერთაშორისო ტრიბუნაზე მხარს უჭერს უკრაინას, გმობს რუსეთის ქმედებას და სხვა.... ამ დროს, მართლა უსამშობლო ოპოზიცია რას აკეთებს? მტრობს საკუთარ სახელმწიფოს, როგორც გლობალურ და ლოკალურ დონეზე, ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას, ამით ირიბად პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს და მას საქართველოში შემოჭრის ლეგიტიმურ საფუძველს უქმნის“, - ამბობს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner