logo_geo
eng_logo
ანალენა ბერბოკი: უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალ ზაფხულს უკრაინას შეიძლება მეტი მძიმე იარაღი დასჭირდეს
- +

28 აგვისტო. 2022. 11:15

 

 

„ჩვენ უკრაინას თანხითა და სამხედრო საშუალებებით ვუჭერთ მხარს. უკრაინა, საკუთართან ერთად, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს მშვიდობიან წესრიგსაც იცავს“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა.

 

მისივე თქმით, სავარაუდოდ, მომდევნო წლის ზაფხულში, მეტი მძიმე იარაღი დასჭირდება.

 

„რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალ ზაფხულს უკრაინას შეიძლება მეტი მძიმე იარაღი დასჭირდეს თავისი მეგობრებისგან“, - თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner