უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მელიტოპოლში „ავტოკოლორლიტის“ ქარხნის ტერიტორიაზე მტრის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ბაზა გაანადგურეს. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა.
მისივე თქმით, მელიტოპოლის რაიონის სოფელ მირნის ერთ-ერთი შენობა, რომელშიც ფსევდორეფერენდუმისთვის მზადება მიმდინარეობდა, განადგურებულია.
ფედოროვის თქმით, რუსებს უკვე 3 კვირაა ყოველდღე „რაღაც ემართებათ“.
„მელიტოპოლში განადგურდა მტრის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ბაზა „ავტოკოლორლიტის“ ქარხნის ტერიტორიაზე“, - აცხადებს ფედოროვი.