logo_geo
eng_logo
მეუფე იაკობი: შერიგება იქნება ყველაზე კარგი, ამპარტავნებას უნდა გადავაბიჯოთ
- +

28 აგვისტო. 2022. 16:39

 

 

„ჩვენს ამპარტავნებას უნდა გადავაბიჯოთ. ეკლესიაც უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. არ მინდა კონკრეტული ვინმე თამაშგარე მდგომარეობაში დარჩეს. ყველამ უნდა ვაშენოთ საქართველო“, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეს საქართველოში ყველაზე კარგი შერიგება იქნება.

 

„ბალტიისპირეთი ახლა შესულია ევროკავშირში, ასევე ჩეხეთის ახალგაზრდა დეპუტატი გრიგოროვა, [მარკეტა] ლიეტუველები, პოლონელები. ისინი გვეუბნებიან, თუ როგორ ვიცხოვროთ. ჯერ მათ იცხოვრონ, როგორც საჭიროა. არათუ პოლარიზაციის შეწყვეტა, არამედ შერიგება იქნება ყველაზე კარგი, ყველას რომ შეგვეძლოს განვითარებაში მონაწილეობა. ჩვენს ამპარტავნებას უნდა გადავაბიჯოთ. ეკლესიაც უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. არ მინდა, კონკრეტული ვინმე თამაშგარე მდგომარეობაში დარჩეს. ყველამ უნდა ვაშენოთ საქართველო.

 

ევროპარლამენტარებს თუ ჩვენთვის კარგი უნდოდათ ენერგოუსაფრთხოება უნდა ჩაეწერათ. ენერგოუსაფრთხოებაზე წინ ერთადერთი რამეს ვაყენებ - შერიგების პუნქტს, ამის მერე დანარჩენი 11 პუნქტი ჩემთვის მე-100 ხარისხოვანია. რასა [იუკნევიჩიენე] შემიცვლის ქვეყანაში სიტუაციას, თუ ვიღაც გრეგოროვა [მარკეტა] ჩემთვის ვიღაცები არიან, როდესაც საქართველოს ეხებიან“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner