ძამას ხეობაში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაადასტურეს.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მინდორში გაჩნდა და საცხოვრებელ სახლებზე გავრცელდა. ადგილზე 10-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.