logo_geo
eng_logo
„გორგია“: სხვა კომპანიის საწყობიდან ჰიპერმარკეტის საწყობის მცირე ნაწილზე გავრცელებული ცეცხლი მალევე ჩაქრა, რადგან „გორგიას“ ყველა საწყობი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების უახლესი სისტემებით
- +

29 აგვისტო. 2022. 00:56

 

სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ჰიპერმარკეტი „გორგია“ საწყობში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

„მეგობრებო, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „გორგიას“ საწყობი იწვის და გვსურს, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგაწოდოთ.

ხანძარი „გორგიას“ მიმდებარედ, ერთ-ერთი კომპანიის საწყობში გაჩნდა და სწორედ აქედან მოხდა მისი გავრცელება საწყობის მცირე ნაწილზე.

ხანძრის ლიკვიდირება რამდენიმე წუთში მოხდა გამომდინარე იქიდან, რომ „გორგიას“ ყველა საწყობი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების უახლესი სისტემებით, რაც უსაფრთხოების მაღალ დონეს განაპირობებს“, - აცხადებენ „გორგიაში“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner