logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: როგორ შეიძლება ვერ აცნობიერებდე, რომ ზუსტად დღეს დადგა ის მომენტი, როცა სულ ცოტა გვაშორებს ნამდვილ სუვერენიტეტს
- +

29 აგვისტო. 2022. 13:08

 

 

„ბოკერიას ვითომ ხუმრობით ნათქვამმა რუსეთის აგენტობას „ცერეუს“ აგენტობა ჯობიაო, ზუსტად ასახა ის დამოკიდებულება, რაც დღევანდელ საქართველოში, მართალია მოსახლეობის მცირე ნაწილში, მაგრამ საკმაოდ ღრმად არის გამჯდარი“, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, რაც შეეხება აგენტობას, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის, სამშობლოს ღალატია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და მონაწილეობა ქვეყნის დაქცევაში, ვინც არ უნდა იყოს, პოლიტიკურად უნდა იყოს დასჯადი.

 

„ბოკერიას ვითომ ხუმრობით ნათქვამმა, რუსეთის აგენტობას „ცერეუს“ აგენტობა სჯობიაო, ზუსტად ასახა ის დამოკიდებულება, რაც დღევანდელ საქართველოში, მართალია მოსახლეობის მცირე ნაწილში, მაგრამ საკმაოდ ღრმად არის გამჯდარი. არაერთხელ შემხვედრია მსგავსი დამოკიდებულება აქ, ამ სივრცეში. ჩემი აზრით, ეს საბჭოთა მენტალიტეტია, რომელიც თითქმის გენეტიკურად არის გამჯდარი ჩვენში. არ განვიკითხავ, მაგრამ მიკვირს, შენი ქვეყანა, რომელიც 30 წელია სისხლის ფასად დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, როგორ შეიძლება ვერ აცნობიერებდე, რომ ზუსტად დღეს დადგა ის მომენტი, როცა სულ ცოტა გვაშორებს ნამდვილ სუვერენიტეტს. რაც შეეხება აგენტობას, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის, სამშობლოს ღალატია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და მონაწილეობა ქვეყნის დაქცევაში, ვინც არ უნდა იყოს, პოლიტიკურად უნდა იყოს დასჯადი. რაც შეეხება ხელისუფლებას, ის მყარად დგას თავის პოზიციაზე და ასე უნდა გააგრძელოს, თუ გვინდა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება, რადგან უკან დახევა დანაშაულის ტოლფასია“, - წერს ფოჩხუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner