logo_geo
eng_logo
გედევან ფოფხაძე: „ქართული ოცნების“ გუნდს შეუძლია, ასპინძას ყველაფერი ის მისცეს, რაც დღეს სჭირდება
- +

22 აგვისტო. 2016. 17:04




ბორჯომი-ასპინძის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან" გედევან ფოფხაძემ დღეს ასპინძაში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდს დღეს შეუძლია, ასპინძას ყველაფერი ის მისცეს, რაც დღეს სჭირდება.




მგონია, რომ აქ, საქართველოს ამ ისტორიულ მიწაზე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გრძნობა გვაქვს ყველას იმ მომავლის წინაშე, რომელიც ჩვენს ქვეყანას უნდა ჰქონდეს. აი, ამ პატარა ასპინძელების უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, რომელთაც დღეს აქქართული ოცნების" მაისურები აცვიათ და იმედიანი თვალებით გვიყურებენ, ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება საქართველოს მომავალი სხვანაირი იყოს, თუ არა ნათელი, ძლიერი და დაფუძნებული თავისუფლების დიად იდეალებზე. „ქართულმა ოცნებამ" ოთხი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სრულიად საქართველოს ეგრძნო ის ახალი ღირებულებები, რომლითაც ჩვენ ვიწყებდით ცხოვრებას. მე მინდა, რომ ასპინძამ ბოლომდე იგრძნოს ეს ყველაფერი და ისიც გახდეს იმ პოლიტიკური სივრცის ნაწილი, რომელშიც დღეს სრულფასოვნად არისქართული ოცნება" ჩართული. მე ვიცი, რომ ამ პოლიტიკურ გუნდს დღეს შეუძლია, ასპინძას ყველაფერი ის მისცეს, რაც დღეს სჭირდება და ნებისმიერმა ასპინძელმა, ნებისმიერმა აქ მცხოვრებმა ადამიანმა, მისმა ოჯახმა იგრძნოს, რომ საქართველო სხვა რეალობაში იწყებს ცხოვრებას", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner