logo_geo
eng_logo
კურორტ გოდერძიზე მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები 120 მოსწავლისთვის საზაფხულო სკოლა მოეწყო
- +

29 აგვისტო. 2022. 14:32

 

 

პანდემიით განპირობებული სირთულეების დაძლევის მიზნით, აჭარის განათლების სამინისტროს მიერ შემუშავდა  საზაფხულო სკოლის პროექტი, რომელიც დაეხმარება მაღალმთიანი აჭარის სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების მოსწავლეებს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევაში.

 

პროექტში  ჩართულები არიან ქედაში, შუახევსა და ხულოში მცხოვრები საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები. კურორტ გოდერძიზე ოთხი საზაფხულო სკოლა მოეწყო, სასწავლო პროცესში 120 მოსწავლეა ჩართული.

 

მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ მეცადინეობებს ფიზიკის და მათემატიკის მიმართულებით, დროის მნიშნელოვან ნაწილს უთმობენ შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებს და სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებში მონაწილეობას.

 

საზაფხულო სკოლები დაიწყო მიმდინარე წლის 10 აგვისტოს და დასრულდება 31 აგვისტოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner