ე.წ. ტერაქტის საქმეზე დაკავებული ბექა ბექაურის ადვოკატის მაია ჭრელაშვილის განცხადებით, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. თუმცა ადვოკატი არ აკონკრეტებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კონკრეტულად რა ნაწილში აღიარებს მის წინაშე წაყენებულ ბრალს.
ამ ეტაპზე ბექა ბექაური საავადმყოფოში იმყოფება, მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიღებული. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებები დაკავებულმა დაპატიმრების დროს ცემის შედეგად მიიღო.
ე.წ. ტერაქტის საქმეზე სუს-მა 7 პირი დააკავა, აქედან 5-ს უშუალოდ ტერორისტულ აქტის ჯგუფურად მომზადებას ედავებიან.