logo_geo
eng_logo
ოთარ ანგურიძე: საპენსიო რეფორმას ჰყავს თავისი ჩასაფრებული მოწინააღმდეგეებიც, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერ წარმატებას
- +

29 აგვისტო. 2022. 15:24

 

 

„ფაქტია, რომ საპენსიო რეფორმას თავისი შედეგები უკვე აქვს და ამას, რა თქმა უნდა, ჰყავს თავისი ჩასაფრებული მოწინააღმდეგეებიც, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერ წარმატებას. რეფორმა, რომელიც უპირველესად არის დიდი გამბედაობის შედეგი. როგორ შეიძლება ასე გამალებით ებრძოდე, მაშინ როდესაც საზოგადოების განვითარების ამ ეტაპზე უკეთესი მოდელი ჯერ არ მოფიქრებულა“, - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე საპენსიო სააგენტოს მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს, რაც საპენსიო დანაზოგის რაოდენობის მაჩვენებლის გაქრობამ გამოიწვია.

 

„სისტემის აიტი განახლებას პროგრამის ჩავარდნას რომ უწოდებ, ამას კი უნდა მოფიქრებაც და მოხერხებაც“, - დასძინა ოთარ ანგურიძემ

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner