logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: საქართველომ გაუძლო ლოკალურ და მსოფლიო რყევებს, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს პრემიერ-მინისტრის სწორ პოლიტიკაში
- +

29 აგვისტო. 2022. 17:40

 

 

„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის სხდომას ეხმაურება, სადაც რამდენიმე საკითხი განიხილეს.

 

ჩიხელიძის შეფასებით, საქართველოს ყველა ეკონომიკური პარამეტრით წინსვლა აქვს, რაც უმუშევრობის დონის შემცირებაში და დასაქმებულთა რიცხოვნობის ზრდაში გამოიხატა:

 

„დღეს მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე რამდენიმე საინტერესო და საჭირო პროექტი განიხილეს. პირველი შეეხება განათლებას და სასწავლო ინფრასტრუქტურის განვითარებას, განათლებაში ჩადებული თანხა გრძელვადიანი ურისკო ინვესტიციაა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში დადებით შედეგს გვაძლევს. დაგეგმილია 800-მდე სკოლის აშენება რეაბილიტაცია, პროგრამა მთელ საქართველოს მოიცავს (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) აშენდება ათობით ახალი სკოლა, რაც მოსწავლეებისთვის და განათლების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს! ასევე მზადდება პროგრამა, რომელიც საბავშვო ბაღების აშენება რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

 

მეორე საინტერესო პროექტი არის, სუბსიდირების პროგრამა, რომელიც ვაშლის ჩაბარების წახალისების მიზნით ხორციელდება. სახელმწიფო დგას ხალხის გვერდით და ამას ყველა ვხედავთ, დაფასებულია გლეხის შრომა, მას უჩნდება სტიმული, მათ შორის ეკონომიკური კუთხით, რომ განაგრძოს საქმიანობა და გარანტირებულად იცოდეს, სახელმწიფო მისი მხარდამჭერია.

 

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ეკონომიკური აღმასვლა. ფაქტია, საქართველოს ყველა ეკონომიკური პარამეტრით წინსვლა აქვს, რაც უმუშევრობის დონის შემცირებაში და დასაქმებულთა რიცხოვნობის ზრდაში გამოიხატა. საქართველომ შეძლო, გაუძლო ლოკალურ და მსოფლიო რყევებს, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს პრემიერ-მინისტრის სწორ პოლიტიკაში, რომელმაც ომს მშვიდობა, ქვეყნის განადგურებას კი განვითარება ამჯობინა“, - ამბობს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner