ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეეთერს უბრუნდება. მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე „GDS"-ის პროექტში ახალ სატელევიზიო სეზონზე, სექტემბრიდან გამოჩნდება. მისი თანაწამყვანები ჟურნალისტები მიშა ფეიქრიშვილი და ნათია თოიძე იქნებიან.
გადაცემის ერთ-ერთმა თანაწამყვანმა მიშა ფეიქრიშვილმა ambebi.ge-ს განუცხადა, რომ ეს არ იქნება ბიძინა ივანიშვილის გადაცემა, ეს იქნება „GDS"-ის წინასაარჩევნო პროექტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში იქნება სტუმარი, რომელიც წამყვანების შეკითხვების გარდა, სხვა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხებს.
გადაცემა კვირაში ერთხელ, პირდაპირ ეთერში გავა.
„საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გავალთ ეთერში, გადაცემაში მოვიწვევთ ადგილობრივ ჟურნალისტებსაც და მათ საშუალება ექნებათ, დასვან შეკითხვები. დასკვნითი გადაცემა თბილისიდან იქნება", - განაცხადა მიშა ფეიქრიშვილმა.