logo_geo
eng_logo
სამუშაო შეხვედრაზე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს
- +

29 აგვისტო. 2022. 19:14

 

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტის საპარალამენტო მდივანი, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრის -„საქპატენტის“ და ვიკიპედია საქართველოს ჯგუფის წარმომადგენლები.

 

შეხვედრის მონაწილეებმა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების“ შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს.

 

განიხილეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების კანონში იმგვარი ცვლილებების განხორციელების გზები, რაც გამოხატვის თავისუფლებას შესაძლებელს გახდის ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის გარანტიებით. 

 

კერძოდ, საუბარი შეეხო ე. წ. „პანორამის თავისუფლებით“ სარგებლობის უფლებებს.

 

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო გეგმაზე და სამუშაოს შემდგომ ნაბიჯებზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner