logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულ მრჩეველს შეხვდა
- +

29 აგვისტო. 2022. 19:26

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ხელმძღვანელი, დავით სერგეენკო გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) რეგიონულ მრჩეველს, ფინანსური მიმართულების ხელმძღვანელს, ალბერტო მუსატის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

აღინიშნა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, საქართველომ, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რამაც განაპირობა კიდეც ფონდის ფინანსური მიმართულების ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტი.

 

თანამშრომლობის გაღრმავება გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ ერთობლივად შევქმნით ახალ პროექტებს, რომლებიც სისტემური ხედვის ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება. ეს კი საშუალებას მოგვცემს ბავშვთა კეთილდღეობის მიმართულებით კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner