logo_geo
eng_logo
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საქველმოქმედო ღონისძიება გამართა
- +

29 აგვისტო. 2022. 20:13

 

 

დღეს ბათუმის ბულვარის ორგანიზებითა და კერძო სექტორის ჩართულობით, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა.

 

გასართობი პროგრამით, მუსიკალური ნომრებითა და აუზის სხვადასხვა აქტივობით დატვირთული დღე ბავშვებისთვის განსაკუთრებით სამახსოვრო გამოდგა.

 

აქტივობებთან ერთად ბავშვებს ფურშეტით, ტკბილეულით, ჰეფიმილებით, ნაყინებით და საჩუქრებით  გავუმასპინძლდით.

ღონისძიებას დაესწრნენ აჭარის ეკონომიკისა და ფინანსების, სოფლის მეურნეობის და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრები, ასევე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი. მთავრობის წარმომადგენლებმა სსიპ ბათუმის ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად საჩუქრები გადასცეს საქველმოქმედო აქციაში ჩართულ მრავალშვილიან ოჯახებსა და სოციალურად დაუცველ ბავშვებს.

 

სსიპ ბათუმის ბულვარი მადლობას უხდის ყველა იმ კომპანიას, რომლებმაც სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ნამდვილი დღესასწაული შექმნეს.

 

განსაკუთრებული მადლობა კლუბ "სექტორი 26"-ს, კომპანია "ორბის", კომპანია ალიანსს, შპს “აგროჰაბი“-ს, შპს „ეიჩ გრუპ კონსტრაქშენ“-ს, შპს „ბათუსი“-ს, შპს „ტექნოსერვისი+“-ს, ასევე მაკდონალდსის, თოლიას და ნაბეღლავის კომპანიებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner