ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, პაპანწყვილის ტბაში 45 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში შევიდა და სავარაუდოდ, გულის შეტევა დაემართა.
მათივე ინფორმაციით, მაშველებმა მამაკაცის ცხედარი მალევე იპოვეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.