მიკოლაევის ოლქში ოკუპანტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა და 24 - დაშავდა. ამის შესახებ მიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციული ხელმძღვანელი ვიტალი კიმი აცხადებს.
მისივე ინფორმაციით, ოკუპანტები საცხოვრებელ კვარტლებს ბომბავენ.
„ოკუპანტები საცხოვრებელ სახლებს ბომბავენ, არიან დაღუპულები", - განაცხადა ვიტალი კიმმა.
მან ადგილობრივებს მოუწოდა თავშესაფრებში დარჩნენ.