logo_geo
eng_logo
ჯოზეფ ბორელი: ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე არ ვარ
- +

29 აგვისტო. 2022. 22:47

 

 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ნაკლებ სავარაუდოა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად დაუჭირონ მხარი ყველა რუსისთვის სავიზო რეჟიმის აკრძალვის დაწესებას.

 

„არ ვფიქრობ, რომ რუსეთის მშვიდობიან მოსახლეობასთან ურთიერთობის გაწყვეტა დაგვეხმარება და არ მგონია, რომ ამ იდეას საჭირო ერთსულოვანი მხარდაჭერა ექნება“, - აღნიშნა ბორელმა.

 

ბორელი ამბობს, რომ ის ამ ინიციატივას მხარს არ უჭერს.

 

„ვფიქრობ, უნდა განვიხილოთ ის საკითხი, რომ ვიზები რუსების ნაწილმა უნდა მიიღოს და არა ოლიგარქებმა, რა თქმა უნდა. ჩვენ უფრო შერჩევითი უნდა ვიყოთ, მაგრამ მე ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე არ ვარ“, - დასძენს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner