თარხან ბათირაშვილის მამა თემურ ბათირაშვილი მისი შვილის დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, მას არავინ დაკავშირებია და არც არაფერი იცის.
„არაფერი არ ვიცი. ტელევიზიით გავიგე, რომ ამერიკელების დაბომბვაში მოყვა. მე არაფერი არ ვიცი და არც მეზობლებმა იციან არაფერი. ღმერთმა ქნას, რომ ტყუილი იყოს", - განაცხადა თემურ ბათირაშვილმა.
მისივე თქმით, დიდი ხანია მის შვილს არ დაურეკავს.
„ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი, წარმოშობით პანკისელი აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი შესაძლოა მოკლული იყოს.
აბუ ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციისთვის, რომელსაც ISIS-ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი მეთაურის რეპუტაცია ჰქონდა, საჰაერო ოპერაცია ჩატარდა. არსებული ცნობით, ბათირაშვილის ლიკვიდაციას პენტაგონიც ადასტურებს.