- ადამიანები „თქვენს წინააღმდეგ" კი არა „თავის სასარგებლოდ" მოქმედებენ.
- მიაღწიეთ უმაღლეს მწვერვალებს არა იმისთვის, რომ მსოფლიომ გაგიცნოთ, არამედ იმისთვის, რომ თქვენ გაიცნოთ მსოფლიო.
- საკუთარი შეცდომები გაცილებით მეტ გამოცდილებას გძენთ, ვიდრე პირადი წარმატებები. თუმცა ხელები არ უნდა ჩამოუშვათ, თუ მიზნის მისაღწევად იბრძოლებთ, შეცდომები უფრო ძლიერს გაგხდით.
- ეცადეთ, თქვენი დრო დახარჯოთ იმაზე, რაც ნამდვილად გაინტერესებთ. მოგვიანებით ვერანაირი ფულით ვერ იყიდით ამ დროს.
- წადით იქ, სადაც თქვენი ნახვა უხარიათ.
- მთელი ცხოვრება უნდა გაატაროთ საკუთარ თავთან ერთად, ამიტომ, ეცადეთ, რომ ამ ადამიანთან ყოფნა საინტერესო იყოს.
- საკუთარი შესაძლებლობების ზღვარის ცოდნა, ამ ზღვარის დაძლევის წინაპირობაა.
- წარმოუდგენელია მოტივაციის მუდმივად შენარჩუნება, ისევე, როგორც, წარმოუდგენელია, მუდმივად სუფთა იყოთ; ეს ნუ შეგაშინებთ. სწორედ ამიტომ უნდა ეძებოთ ყოველდღე ახალი მოტივაცია, ისევე როგორც ყოველდღე უნდა მიიღოთ შხაპი.
- ყველას რაღაცის ეშინია, რაღაც უყვართ და ცხოვრებაში რაღაც დაუკარგავთ. თქვენი შიშები და სისუსტეები უნიკალური მოვლენა არ არის.
- კომფორტი - წინსვლისა და წარმატების პირველი მტერია.