logo_geo
eng_logo
10 რჩევა თქვენი ცხოვრების შესაცვლელად!
- +

22 აგვისტო. 2016. 17:11

 

 

- ადამიანები  „თქვენს წინააღმდეგ" კი არა „თავის სასარგებლოდ" მოქმედებენ.


- მიაღწიეთ უმაღლეს მწვერვალებს  არა იმისთვის, რომ მსოფლიომ გაგიცნოთ, არამედ იმისთვის, რომ  თქვენ გაიცნოთ მსოფლიო.


- საკუთარი  შეცდომები გაცილებით მეტ გამოცდილებას გძენთ, ვიდრე პირადი წარმატებები. თუმცა ხელები არ უნდა ჩამოუშვათ, თუ მიზნის მისაღწევად იბრძოლებთ, შეცდომები უფრო ძლიერს გაგხდით.


- ეცადეთ, თქვენი დრო დახარჯოთ იმაზე, რაც ნამდვილად გაინტერესებთ. მოგვიანებით ვერანაირი ფულით ვერ იყიდით ამ დროს.


- წადით იქ, სადაც თქვენი ნახვა უხარიათ.


- მთელი ცხოვრება უნდა გაატაროთ საკუთარ თავთან ერთად, ამიტომ, ეცადეთ, რომ ამ ადამიანთან ყოფნა საინტერესო იყოს.


- საკუთარი შესაძლებლობების ზღვარის ცოდნა, ამ ზღვარის დაძლევის წინაპირობაა.


- წარმოუდგენელია მოტივაციის მუდმივად შენარჩუნება, ისევე, როგორც, წარმოუდგენელია, მუდმივად სუფთა იყოთ; ეს ნუ შეგაშინებთ. სწორედ ამიტომ უნდა ეძებოთ ყოველდღე ახალი მოტივაცია, ისევე როგორც ყოველდღე უნდა მიიღოთ  შხაპი.


- ყველას რაღაცის ეშინია, რაღაც უყვართ და ცხოვრებაში რაღაც დაუკარგავთ. თქვენი შიშები და სისუსტეები უნიკალური მოვლენა არ არის.


- კომფორტი - წინსვლისა და წარმატების პირველი მტერია.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner