აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კომპანია Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მითითებით Facebook-ში ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის სკანდალთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება შეზღუდა.
„ახლა საბოლოოდ გაირკვა, რომ FBI-მ დამარხა ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპის ისტორია არჩევნებამდე, რადგან იცოდა, რომ არა ეს, „ტრამპი იოლად გაიმარჯვებდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში“. საქმე გვაქვს მასიურ გაყალბებასა და არჩევნებში ჩარევასთან ისეთ დონეზე, რომელიც აქამდე არ მომხდარა ჩვენს ქვეყანაში. გამოაცხადეთ კანონიერი გამარჯვებული ან, ეს იქნება მინიმალური გამოსავალი, გამოაცხადეთ 2020 წლის არჩევნები გამოუსწორებლად კომპრომეტირებულად და დაუყოვნებლივ ჩაატარეთ ახალი არჩევნები!“ - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.