კონტრშეტევის ფარგლებში, უკრაინულმა ძალებმა ხერსონის მახლობლად რუსული ოკუპაციისგან 4 სოფელი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხედრო წყაროს ცნობით, ოპერაცია ღამით რუსული პოზიციების მასიური დაბომბვით დაიწყო.
„ოპერაცია ღამით რუსული პოზიციების მასიური დაბომბვით დაიწყო. ახლა ჩვენ გავათავისუფლეთ 4 სოფელი. მათი დაცვის პირველი ხაზი სამ ადგილას გავარღვიეთ“, - განაცხადა წყარომ.
წყარო ასევე აღნიშნავს, რომ ბევრი ოკუპანტი მოკლულია და ტყვედ არის აყვანილი, განადგურებულია ბევრი საბრძოლო ტექნიკა.