logo_geo
eng_logo
Politico: აშშ-ის შეფასებით, უკრაინას კარგი შანსი აქვს დაიბრუნოს ტერიტორიები, რომელიც რუსეთმა თავდაპირველი შეჭრისას დაიპყრო
- +

30 აგვისტო. 2022. 01:07

 

 

აშშ-ის შეფასებით, უკრაინას კარგი შანსი აქვს დაიბრუნოს ტერიტორიები, რომელიც რუსეთმა თავდაპირველი შეჭრისას დაიპყრო. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Politico პენტაგონის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

პენტაგონის ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა მდინარე დნიპროზე ხიდების უმეტესი ნაწილი გაანადგურეს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებით.

 

ხიდები მნიშვნელოვანი მარშრუტია მდინარის დასავლეთით განლაგებული რუსული ჯარების მოსამარაგებლად, რომლებიც ახლა დანარჩენი საოკუპაციო ძალებისგან მოწყვეტის რისკის ქვეშ იმყოფებიან.

 

ხიდების განადგურება უკრაინის ოპერაციის ნაწილია ბრძოლის ველის კონტრშეტევისთვის მოსამზადებლად. უკრაინული ძალები ასევე უტევენ მომარაგების ცენტრებს, სამეთაურო პუნქტებსა და აეროდრომებს ოპერაციის წინ.

 

კონტრშეტევის ამ ეტაპის მიზანია მდინარესთან რუსული ძალების მოკვეთა და საოკუპაციო ძალების მიერ ქალაქ ხერსონის დათმობა.

 

პენტაგონის ოფიციალური პირის თქმით, აშშ მხარს უჭერს კონტრშეტევას თანამგზავრებიდან ვიზუალური დაზვერვით და რჩევებით, თუ როგორ გამოიყენონ უკრაინულმა ძალებმა საუკეთესოდ იარაღის სისტემები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner